ესპანეთი


ესპანეთი - სრული კონტრასტებისა და შთაბეჭდილებების ქვეყანა. მდიდარი თავისი ისტორიული საიდუმლოებებით და უძველესი ტრადიციებით, საუკეთესო სანაპიროებით - კოსტა ბრავა, კოსტა დორადა, კოსტა დელ სოლი. კუნძულები: კოსტა-ბრავა, მაიორკა, ტენერიფე, იბიცა საუკეთესოა დასვენებისა და გართობის თვალსაზრისით.
ჰავა რბილი და ზომიერია. დასვენებისათვის საუკეთესო დროა აპრილიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.


ბარსელონაში ეწვევით გუელის პარკს, პასეო დე გრასიას,  საგრადა დე ფამილიას, მონჟუიკის მთას. მეცნიერებისა და ხელოვნების უძველეს ქალაქ ვალენსიაში დაათვალიერებთ კათედრალურ ტაძარს. მადრიდში თქვენ გაისეირნებთ პუერტა დელ სოლის მოედანზე, ასევე Plaza Espania-ზე, დაათვალიერებთ ძველ ქალაქს, სამეფო სასახლეს, ალმუდენას ტაძარს, მუზეუმ პრადო-ს. საყოველთაოდ ცნობილი ტოლედოს ფოლადის მაღაზია-ფაბრიკის მონახულება უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.  აქვე იხილავთ სან-ტომეს სამლოცველოს და კათედრალურ ტაძარს. სარაგოსაში ეწვევით ქალწულ პილარის ტაძარს. ფიგეიროსში მოინახულებთ სალვადორ დალის თეატრ-მუზეუმს. უძველეს ქალაქ ჟირონაში დაათვალიერებთ ებრაელთა კვარტალს, სან ფელიუს ეკლესიას.

ვიზა - საქართველოს მოქალაქისთვის სავალდებულოა.

ფასები - 440 ევროდან ა/ბ-ის გარეშე.