დიდი ბრიტანეთი


დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო - მრავალფეროვანი ლანდშაფტის, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებისა და ულტრათანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამო -მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტულ რეგიონად ითვლება.

ლონდონი -  შეუდარებელი დედაქალაქის გავლენა ხელოვნებაზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე, მედიაზე, გასართობ ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას გლობალური ქალაქის სტატუსი აქვს.

შოტლანდიის დედაქალაქი  - ედინბურგი - საოცარი თავისი მდიდარი ისტორიული წარსულით და ტრადიციული შოტლანდიური დღესასწაულებით. ღამე სეირნობა  საუცხოოდ განათებულ ქალაქში უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ოქსფორდი
- ცოდნისა და ”ჯადოსნური ქონგურების” ქალაქი, სადაც უამრავი კოლეჯი, თეატრი და რესტორანია, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ მრავალფეროვნად.


ჰავა
- ზომიერი, ზამთარში ტემპერატურა 3-9 გრადუსამდე ეცემა, ზაფხულში 20-24 გრადუსია.


ვიზა
- საქართველოს მოქალაქისთვის  სავალდებულოა.


ფასები
- 760 ევროდან ა/ბილეთის ჩათვლით.