ეგვიპტე - სფინქსის, პირამიდებისა და ქვიშის ქვეყანა. ხურგადის, შარმ-ელ-შეიხის, ტაბისა და დაჰაბის პოპულარული ფართო პლაჟები დაუვიწყარს ხდის დასვენებას. წითელი ზღვა უნიკალურია წყალქვეშა ცურვის მოყვარულთათვის. დასვენება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. ყველაზე მეტი ტურისტი კი ეგვიპტეს შობა-ახალი წლის პერიოდში სტუმრობს. ჰავა ეგვიპტეში თბილი და მშრალია. ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში 35-40 გრადუსამდეა, ზამთარში 20-25 გრადუსს არ აღემატება.
ექსკურსიები - მრავალფეროვანი და საინტერესოა მოგზაურის ყველა სურვილის გათვალისწინებით.
ვიზა-საქართველოს მოქალაქისთვის 30 დღის განმავლობაში საჭიროებას არ წარმოადგენს.
ფასები 400 აშშ დოლარიდან.




