ინდოეთი - იდუმალებით აღსავსე, გონებამიუღწეველი საოცრებების ქვეყანა, თავისი ზღაპრული სიმდიდრისა და უკიდურესი სიღარიბის სინთეზით. თავბრუდამხვევი სიმაღლის მთებითა და გაუვალი ტყეებით, დიდებული ტაძრებითა და სოფლის ქოხმასებით. უდიდესი რელიგიისა და უდიდესი წმინდანების ადგილი.
ინდოეთი ატყვევებს ადამიანებს თავისი ზღაპრული იდუმალებით, ვეფხვებისა და სპილოების დიდებულებით, მახარაჯას სახიერებით, ლეგენდარული სასახლეები, სიმაგრეები და ტაძრები გულგრილს არ ტოვებენ მნახველს. ტრადიციული კულტურის მოყვარულებს კი შეუძლიათ უდიდესი სიამოვნება მიიღონ ინდური მუსიკისა და ცეკვებისაგან.
ჰავა - თითქმის მთელ ქვეყანაში ცხელი და მშრალი. მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით.
ვიზა - საქართველოს მოქალაქისთვის სავალდებულოა.
ფასები - 1075 ევროდან ა/ბილეთის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით
back to top
მალაიზია - 2 ნაწილისგან შედგება. ნახევარკუნძული ესაზღვრება ტაილანდს და სინგაპურს. სამხრეთ-ჩინეთის ზღვა გამოყოფს მატერიკს ნაკლებად დასახლებული აღმოსავლეთ მალაიზიის მხარეებისაგან საბაჰ და სარავაკ, რომლებიც ეგზოტიკური ჯუნგლების მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილებია.
კელანტანის ჩრდილოეთ ნაწილში თქვენ გექნებათ საშუალება იხილოთ მალაიზიური ტრადიციული კულტურული ცხოვრება.
ქალაქი კოტა-ბარუ, ნახევარკუნძულის ყველაზე აქტიური მხარე, გამოირჩევა სილამაზით და მდიდარი კულტურით.
კუალა-ლუმპური - ქალაქი, სადაც აზიური ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს თანაბარი სტატუსის დასამკვიდრებლად. ჰავა - ხასიათდება ცხელი ტროპიკული კლიმატით. მაღალია ტენიანობა მთელი წლის განმავლობაში
ვიზა - საქართველოს მოქალაქისთვის სავალდებულო არ არის
ფასები - 1465 ევროდან ა/ბ-ის ჩათვლით
დამატებითი ინფორმაციისთვის და ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით
back to top


