![]() |
|
”ლევონ თრეველი”- American Express Travel Services Representative დაარსდა 1960 წელს როგორც სრული მომსახურეობის მქონე IATA-ს სააგენტო. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საჰაერო მგზავრობა, სასტუმროს დაჯავშნა მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, ტურისტული მოგზაურობა და სამოგზაურო დაზღვევა. ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობს გლენდეილში-კალიფორნიის შტატი, აშშ და საქართველოს ოფისის 100 პროცენტიანი წილის მფლობელია. ჩვენი ფართო სპექტრის მომსახურეობა გათვლილია როგორც ინდივიდუალურ მგზავრებზე, ასევე კორპორაციულ კლიენტებზე. 2004 წელს ჩვენმა კომპანიამ აშშ-ში გახსნა შვილობილი ფირმა LT Global Servises, რომლის ფილიალი საქართველოში მომსახურეობას უწევს ავიაკომპანიებს KLM Royal Duth Airlines და Air France. 2005 წლიდან გავხდით ავიაკომპანია EMIRATES ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა ვმუშაობთ საქართველოში წარმოდგენილ ყველა ავიაკომპანიასთან და ვსარგებლობთ მათი დიდი ნდობით. 2003 წლიდან თბილისის ოფისი გახდა IATA-ს აკრედიტირებული წევრი. ჩვენს პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენს ჩვენი კლიენტების კომფორტი, უსაფრთხოება, სიამოვნება და დაკმაყოფილება. |